რუსმა სეპარატისტებმა დონეცკის ოლქის გორლოვკის რაიონი დაბომბეს

რუსმა სეპარატისტებმა დონეცკის ოლქის გორლოვკის რაიონში საცხოვრებელი სახლები და ის ტერიტორიები დაბომბეს, სადაც უკრაინის სამხედრო ბატალიონის საწვრთნელი ბაზები მდებარეობდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიას მათ 60-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. იერიში საარტილერიო დანადგარებიდან განახორციელეს. მსხვერპლი არ არის.
“მტერი არ იცავს იმ შეთანხმებას, რომელიც 15 თებერვალს ძალაში უნდა შესულიყო. რაც მეტი დრო გადის, ის მეტი ტერიტორიების დაპყრობას ცდილობს”,- ნათქვამია უკრაინის სამხედრო ძალების “ატოს” პრესსამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები