დიმიტრი ტიმჩუკი: „ბოევიკები” გადახალისების პროცესს გადიან
უკრაინის პოლიტიკური-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკი აცხადებს, რომ სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობის დესტაბილიზაცია სურთ. მისი განცხადებით, პრორუსი ჯარები გადახალისების პროცესს გადიან, რადგანაც საბრძოლო მოქმედებების განახლება სურთ. ის აღმოსავლეთ უკრაინაში მაროდიორობის ფაქტებზე საუბრობს და ამბობს, რომ სეპარატისტები ძალებს იკრებენ და უახლოეს მომავალში შეტევაზეც გადავლენ.
“უკრაინაში ორი ტერორისტული ჯგუფის გადახალისება ხდება. ეს ჯგუფები 900 მეომრით, 25 მძიმე ჯავშანტექნიკით, 20 ავტომობილით, 2 თვითმავალი საარტილერიო დანადგარითა და 6 ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებით არაინ აღჭურვილები. დონეცკიდან რუსეთის ფედერაციის საზღვრისკენ 7 დაჯავშნილი ჯიპი 12 დაჯავშნილი ავტობუსით მიემართება. კოლონა სწრაფად გადაადგილდება და ბლოკსაგუშაგოებზე არ ჩერდება”, – განაცხადა ტიმჩუკმა.