ეკა ბესელია სააკაშვილის დანიშვნაზე: უკრაინელი ხალხი არ გვემეტება ცუდისთვის

უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის საკითხს ეხმაურება. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ვერ მოიწონებს უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებას სააკაშვილთან მიმართებაში, რადგან საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი ყოფილ პრეზიდენტს საქართველოსთვის დიდი ზიანი აქვს მიყენებული.
„ვერ ვიწონებთ ამ გადაწყვეტილებებს, რადგან საქართველოს ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანს, მათ შორის ყოფილ პირველ პირს თავისი საქმიანობის შედეგად ძალიან ბევრი ზიანი აქვს მიყენებული ქვეყნის იმიჯისთვის და ინტერესებისთვის. ბუნებრივია, ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა და უკრაინელი ხალხი არ გვემეტება ცუდისთვის და ამიტომ, ვერცერთ შემთხვევაში ეს ვერ იქნება პოზიტიურად აღქმული“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები