ალასანია სააკაშვილის დანიშვნაზე: მოგვწონს თუ არა ეს არ უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში ხელის შემშლელი

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების და ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში დანიშვნის თემას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებით და პოლიტიკური ვითარებით წყდება საქართველოს ბედი. როგორც ალასანიამ აღნიშნა, გარეფაქტორებმა ამ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ქვეყანასთან ურთიერთობები არ უნდა გააფუჭოს.
“ჩვენ ორ ქვეყანას შორის იმდენად სტრატეგიულია ურთიერთობები და იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის უკრაინა, უკრაინისთვის კი საქართველო, არც ერთმა გარეფაქტორმა ეს ურთიერთობები არ უნდა დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებით და პოლიტიკური ვითარებით იქ წყდება საქართველოს და მთლიანად ჩვენი გეოპოლიტიკის ბედი. ჩვენ დაინტერესებული ვართ მათ წარმატებაში. ეს ცალკეული გადაწყვეტილებები, რაც იქნა მიღებული, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, არ უნდა გახდეს ორმხრივ ურთიერთობებში ხელის შემშლელი”, – განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები