მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებს
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, პრეზიდენტ პოროშენკოს მრჩეველმა მიხეილ სააკაშვილმა თეთრ სახლს უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე CNN-ის ეთერში ისაუბა და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო მხარს უჭერს მშვიდობას, ხოლო პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში რეფორმებისა და დემოკრატიის წინააღმდეგია.
“პუტინი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაყოვნოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა, ამას კი იმიტომ აკეთებს, რომ რაც შეიძლება მეტ ტერიტორიაზე მოიპოვოს კონტროლი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობისთვის”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, კიევისთვის იარაღის მიწოდებას მხარს ჰილარი კლინტონი, სენატორი ჯონ მაკკეინი და შტატების ახალი თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერი უჭერენ და ამ საკითხზე კონსესუსი აუცილებლად მიიღწევა.