ლევან მამალაძე: ვურჩევთ უკრაინელ ხალხს, მიშას ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარონ

ვურჩევთ უკრაინელ ხალხს! სანამ მათზე ცდებს შეუდგებიან, მიშას ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარონ, – ასე ეხმაურება ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე ექსპრეზიდენ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის საკითხს. როგორც მამალაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, სააკაშვილის უკრაინაში ახალი თანამდებობა რევანშისთვის სჭირდება. მას მიხეილ სააკაშვილის პერსონა სერგო ორჯონიკიძეს აგონებს.
„პოლიტიკური მანიპულაციების ლაბორატორიის უფროსად სააკაშვილი დაინიშა! ვურჩევთ უკრაინელ ხალხს! სანამ მათზე ცდებს შეუდგებიან, მიშას ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარონ.
სააკაშვილმა საქართველო დასავლეთის ლაბორატორიად აქცია, ლაბორატორიის სტატუსიდან თავის დაღწევის პროცესი ჩვენთან უკვ დაწყებულია. დასავლეთმა ახლა ლაბორატორია გააფართოვა, ევროპის ერთ ერთი ყველაზე დიდი ქვეყანა საცდელ ბაზად აქცია. ახლა დავაკვირდეთ „ძებნილი“ ლაბორანტი სააკაშვილი რა ექსპერიმენტებს ჩაუტარებს საცდელად განწირულ უკრაინელ ხალხს. ცხადია, რომ ცოცხებისა და ხელკეტების მანიპულაციებით არ შემოიფარგლება! სააკას ეს კალიბრი ეცოტავა უკრაინელებისთვის და მძიმე ლეტალური იარაღის შემოტანას ლამობს ამერიკიდან.
მინსკის სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის ინსპირირება ძალიან მალე მოხდება, ამისთვის მიშას დასავლელი პარტრონები იზრუნებენ, რათა განახლდეს ხალხის ხოცვა და რაც მთავარია იარღის გამოყენების ბაზარი. როგორც ამბობენ სააკამ მსგავსი პროვოკაციით ცხინვალში მილიონები იშოვა, ახლა მასშტაბები ერთი ათად არის გაზრდილი. დროებეთი მშვიდობისას, ომის განახლებამდე, დამშეულ უკრაინელ ხალხს მედია შოუებით გამოკვებავენ, კიევში პოლიტიკური დაჭერები უკვე დაიწყო! სააკაშვილს ეს ყველაფერი რევანსშისთვის სჭირდება, მისი მზერა სერგო ორჯონიკიძეს მაგონებს. მიშა მოთმინებას ვერ იკავებს იმის ლოდინში თუ როდის ააფრიალებს თბილისის თავზე სვასტიკიან დროშას.
ეს გამოწვევა ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას უკავშირდება. ქართულ ოცნებაში მოკალათებული ხიდაშელ- უსუფაშვილი მომენტს ელოდება , რომ მიშასთან გადასკუპდეს. 2015 წელი, მსოფლიო კრიზისიდან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლებისათვის თავმოსაწონი ვერ იქნება. ამ ფონზე ივანიშვილის გამოსავალი, ხალხის კონსოლიდაცია, სამართლიანობის უპირობო აღდგენა და სააკაშვილის რევანშის საფრთხის გამოკვეთის აუცილებლობა გახდება.
ცხონებული იური ვაზაგაშვილის მკვლელობა , საქართველოში საზოგადოების გაერთიანების ყველაზე მძლავრი იმპულსი იყო, როგორც ფრანგებისთვის „შარლი“, ყველა მზად იყო წინ აღდგომოდა ნაცისტურ ძალადობას. მიუხედავად გარკვეული სრტუქტურული ცვლილებებისა ხელისუფლებამ ვერ გამოიყენა ეს გარემოება. ქვეყანა რომ არ იქცეს ანგარისსწორებისა და სისხლის ღვრის პოლიგონად, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს სერიოზული მცოდნე და ქმედითი გუნდის ჩამოყალიბება. ჯერ კიდევ შესაძლებელი არის ხალხის კონსოლიდაცია , სამართლიანობის აღდგენის და რეალურ დამნაშავეთა დასჯის კუთხით. საზოგადოების გაერთიანება, საშუალებას მისცემს, დასავლეთის ყურადღება მიიპყროს , საჭირო ცვლილებების მხარდასაჭერად.
აშშ-ში არიან გავლენიანი ჯგუფები, რომლებიც თვლიან, რომ სააკაშვილი არის მოძალადე -კრიმინალი. დასავლეთთან ინტენსიური მუშაობაა საჭირო რომ საქართველოს მიმართ დადებითი იყოს და სააკაშვილო ვერ ახდენდეს ამაზე გავლენას. ასევე რუსეთთან დალაგდეს ურთიერთობები , დავაინტერესოთ რუსეთი ქართული სახელმწიფოს ჩარჩოებში აფხაზებისა და ოსების თანაარსებობის აუცილებლობაში. დღევანდელი პარლამენტი არ ასახავს საზოგადოების რეალურ განწყობას. ვადამდელი არჩევნები , კიდევ ერთი საშუალებაა, რომ ივანიშვილმა გაწმინდოს თავისი რიგები, პარლამენტში შევიდეს სახელმწიფოებრივად მოაზრონე პატრიოტული ძალები. სიტუაციის გაწელვით და წაყრუებით არაფერი გამოვა, შემდგომი სოციალური პრობლემების გამწვავება, უკანა პლანზე გადაიტანს ამ პრობლემატიკას და ხალხის კონსოლიდაციას შეუძლებელს გახდის.
ჯერ კიდევ არის მცირე დრო სწორი ნაბიჯების გადასადგმელად! თუკი ვინმეს ვაწყენინე, სარკაზმული სტილისთვის, ბოდიშს გიხდით!“- წერს ლევან მამალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები