პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს სიტყვით მიმართა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებულ პირებს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა. გიორგი მარგველაშვილისა და კანდიდატების შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს. 28 კანდიდატიდან ქვეყნის პირველი პირი აღნიშნულ პოსტზე პარლამენტს ერთ-ერთ მათგანს წარუდგენს.
“მინდა კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღეთ ერთ-ერთ დემოკრატიულ და საინტერესო პროცესში, რომელიც წარიმართა საქართველოში სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში. დემოკრატია არ არის მხოლოდ არჩევნები, დემოკრატია არის ჩართულობა და საზოგადოების მონაწილეობა – როცა მოქალაქეები აყალიბებენ თავიანთ აზრს და თავიანთი აზრით და შეხედულებებით გავლენას ახდენენ სახელისუფლებო ინსტიტუტებზე, როცა თანამონაწილეობენ სახელისუფლებო გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. აქედან გამომდინარე, ის პროცესი, რომელიც დავიწყეთ და რომლის მონაწილეებიც თქვენ ხართ, ჩემი აზრით, წინგადადგმული ნაბიჯია საზოგადოების ჩართულობისა და დემოკრატიული გაძლიერების თვალსაზრისით”, – მიმართა პრეზიდენტმა კანდიდატებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები