მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩევლად დაინიშნა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩევლად დაინიშნა. პეტრო პოროშენკოს შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. პრეზიდენტის ინსტიტუტთან საკონსულტაციო ორგანო – რეფორმირების საერთაშორისო საბჭო შეიქმნა, რომელსაც სწორედ მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს.
“დაინიშნოს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად (შტატგარეშე)”, – აღნიშნული ბრძანებაში #77/2015.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამი, ახალ თანამდებობაზე მუშაობისთვის მიხეილ სააკაშვილს არ სჭირდება უკრაინის მოქალაქეობა და ის საქართველოს მოქალაქედ რჩება.
“ჩვენ დიდხანს ვიფიქრეთ, როგორ გამოგვეყენებინა მიხეილ სააკაშვილის ცოდნა, გამოცდილება და უნიკალური ნოუ-ჰაუ. საქართველოში მან პრაქტიკულად ყველა სფეროს რეფორმირება შეძლო”, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
მიხეილ სააკაშვილმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტს მისთვის გამოცხადებული ნდობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები