ზაქარია ქუცნაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისი უკვე დატოვა

პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სხდომა უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა უკვე დატოვა. სხდომის შემდეგ მან განაცხადა, რომ მეოთხე კრიტერიუმი, რომელიც უზენაესი თავმჯდომარის კანდიდატის არაპოლიტიკურ წარსულს განსაზღვრავდა, არის არასწორი და ამას სხდომაზე მყოფი ყველა დეპუტატი ეთანხმება.
“ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით, რომ მეოთხე კრიტერიუმი არ არის სწორი, ფრაქციის ყველა წევრი ადასტურებს”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სხდომა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევის მეოთხე კრიტერიუმს ეხება, უფრო კონკრეტულად კი იმას, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატი არც ერთი პოლიტიკური პარტიიდან არ უნდა იყოს.
პარტიის სხვა წევრებს სხდომა ჯერ არ დაუტოვებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები