დაშავებული სამხედროები პარაოლიმპიადაში მიიღებენ მონაწილეობას

  დაშავებული ქართველი სამხედროები მსოფლიო პარაოლიმპიადაში მონაწილეობისთვის ემზადებიან. მსოფლიო პარაჩემპიონატი აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში 3-13 მარტს გაიმართება. მასში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა კონფლიქტში დაშავებული ჯარისკაცები მიიღებენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაჭრილი სამხედროები პარაოლიმპიადისთვის ორი კვირის მანძილზე ინტენსიურად ვარჯიშობდნენ. მომზადება მათ სპორტის სამ სახეობაში – ცურვაში, პნევმატური იარაღიდან და მშვილდისრიდან სროლაში გაიარეს.
პარაოლიმპიადაში მონაწილეობისთვის დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს შორის შიდა შესარჩევი ტურნირი ჩატარდა, სადაც ჩემპიონატისთვის 13 საუკეთესო კანდიდატი შეირჩა.
ქართველი ჯარიკაცები პარაოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად, აშშ-ში 2 მარტს გაემგზავრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები