ვალერი ზუმბაძე: ფოტორეპორტიორების საქმესთან შეხება არ მქონია

თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე ვალერი ზუმბაძე “აიპრესთან” ინტერვიუში იმ ბრალდებას პასუხობს, რომელიც მის წინააღმდეგ ვრცელდებოდა.
როგორც ზუმბაძე აცხადებს, ფოტორეპორტიორების საქმესთან მას შეხება არ ჰქონია.
„რაც შეეხება ფოტორეპორტიორების საქმეს, მასთან მე შეხება არ მქონია. აღნიშნული საქმის გამოძიების პროცესში ვიმყოფებოდი სასწავლო კურსებზე აშშ-ში, საიდანაც დავბრუნდი 2011 წლის 4 აგვისტოს. ამ დროს საქმის გამოძიება და სასამართლო პროცესი უკვე დასრულებული იყო. აქედან გამომდინარე, მე ფიზიკურად ვერ შევძლებდი ფოტოგრაფების საქმის გამოძიებას, როგორც ეს ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით“, – აცხადებს ზუმბაძე.
შეგახსენებთ, რომ ზუმბაძეს, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა, წინა ხელისუფლების პირობებში სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობაში ადანაშაულებდნენ. ფოტოგრაფი გია აბდალაძე მას ბრალს ე.წ. ფოტოგრაფების საქმის შეთითხვნაში სდებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები