თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, სამგორისა და მთაწმინდის რაიონების ნაწილს. ახალი აბონენტების ქსელზე მიერთებისა და ქსელის ტექნიკური შემოწმების გამო, დღეს, საბურთალოს, სამგორისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ვერეს დაღმართის, მარჯვენა სანაპიროს, საქანელას, ჭანტურიას და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხებათ.
11 საათიდან 12 საათამდე შუქი ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის და გურიელის ქუჩების, რუსთაველის გამზირის, მაჩაბელის და ლეონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს გაეთიშება.
ელექტროენერგია 11 საათიდან 14 საათამდე მოსკოვის გამზირის, ქაიროს და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს არ მიეწოდება.
12 საათიდან 16 საათამდე კი, შეზღუდვა ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, ტაშკენტისა და ბაგრატიონის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები