დევიდ კამერონი: მინსკის ხელშეკრულება მხოლოდ ფურცელზე არ უნდა დარჩეს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა „ნორმანდიის ოთხეულის“ მონაწილეებს – საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდსა და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მინსკის სამიტზე მიღებულმა დოკუმენტმა საგრძნობლად შეამსუბუქა არსებული ვითარება უკრაინაში, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ დოკუმენტი, რომელიც “ნორმანდიის ოთხეულის” მონაწილეებმა გააფორმეს, მხოლოდ ფურცელზე არ უნდა დარჩეს.
“ჩვენ მივესალმებით ომის შეწყვეტას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შედეგებია და არა სიტყვები და ქაღალდები. ვლადიმერ პუტინმა უნდა გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ მანამ, სანამ მისი პოლიტიკა არ შეიცვლება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ გაგრძელდება”,-განაცხადა კამერონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები