ფედერიკა მოგერინი: მინსკის შეთანხმება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი
მინსკის ხელშეკრულება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი, – განცხადება ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ გააკეთა. მისი თქმით, რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების ნაცვლად ევროკავშირი ახლა იმაზე იფიქრებს, თუ როგორ უნდა გაახანგრძლივოს მინსკში მიღებული სამშვიდობო შეთანხმება.
„ევროკავშირი ყველა შესაძლებელ გზას განიხილავს საიმისოდ, რომ სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება შენარჩუნდეს”,- განაცხადა მოგერინიმ.