მინსკში “ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრა დასრულდა

მინსკში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებები 14 საათზე მეტხანს გაგრძელდა. პირველმა დარბაზი უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ დატოვა, მოგვიანებით კი – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნორმანდიული ოთხეულის წარმომადგენლებმა სამშვიდობო შეთანხმების დოკუმენტს უნდა მოაწერონ ხელი, რომელიც 14 თებერვლიდან ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებს სამხედრო ტექნიკის აღმოსავლეთ უკრაინიდან გაყვანა დაევალებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები