არგენტინის და ჩილეს საზღვართან 6,9 ბალი მიწისძვრა დაფიქსირდა
არგენტინის და ჩილეს საზღვართან უძლიერესი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრემაც 6,9 ბალი შეადგინა. ამ ინფორმაციას აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის მიწოდებულ ცნობაზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების ცენტრი ჩილეს ქალაქ კალამას სამხრეთ-დასავლეთით 195 კილომეტრში გახლდათ. მიწისძვრის შედეგების და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.