ლუგანსკის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 340 პატიმარი გაიქცა
ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, ჩერნუხინის რაიონში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 340 პატიმარი გაიქცა. როგორც “ლენტა-რუ”იუწყება, ამჟამად ჩერნუხის N23 საპატიმროში სულ 30 მსჯავრდებული იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპატიმროდან გაქცევა ლუგანსკის რეგიონში მომხდარი აფეთქებების შემდეგ მოხდა. ციხიდან გაქცეული პატიმრების ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.