ფინანასური დახმარების დაპირების მიღების შემდეგ საბერძნეთმა რუსეთს მხარდაჭერა გამოუცხადა
საბერძნეთის განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ ეკონომიკური სანქციების გადახედვას, რომელიც ევროკავშირმა რუსეთს უკრაინაში კონფლიქტის გამწვავებაში მონაწილეობისთვის დააკისრა.
მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების შემდეგ მისმა ბერძენმა კოლეგამ ნიკოს კოციასმა განაცხადა, რომ „რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გამო უკმაყოფილება იზრდება“, – გადმოგვცემს „რადიო თავისუფლების“ უკრაინული განყოფილება.
წყაროს ცნობით, „ქვეყნების ჯგუფს“ სანქციების შემსუბუქების ან მოხსნის ხილვა სურთ. კოციასს არ დაუზუსტებია, კერძოდ რომელ ქვეყნებზეა საუბარი, მაგრამ დაამატა, რომ ბრიუსელს „სხვა გადაწყვეტილებების“ მოძიება სჭირდება.
მან ასევე აღნიშნა, რომ საბერძნეთს შეუძლია მოსკოვსა და ბრიუსელს შორის შუამავლად იქცეს.
თავის მხრივ ლავროვმა განაცხადა, რომ თუკი შესაბამის თხოვნას ათენიდან მიიღებენ, მოსკოვი საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების გაწევის საკითხს განიხილავს.
კოციასი მოსკოვს იმ დროს სტუმრობს, როდესაც საბერძნეთის მცდელობას გადაიხედოს ამ ქვეყანაში კრიზისის დასაძლევად ფინანსური დახმარების გაწევის პირობები , ევროზონის ქვეყნების ფინანასთა მინისტრები ბრიუსელში განიხილავენ.
საბერძნეთის ახალი ხელისუფლება, რომელიც მკაცრი ეკონომიკის წინააღმდეგია, რუსეთთან თანამშრომლობის გაძლიერებისკენ ღიად გამოდის.
9 თებერვალს საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა პანოს კამენოსმა განაცხადა, რომ თუკი საბერძნეთის ახალი სავალო შეთანხმება ჩავარდება, ათენი შესაძლოა აშშ-ს, რუსეთს ან ჩინეთს დაუახლოვდეს.
წყარო: unian.net