პეტერბურგი-მინსკის ავტობუსში რუსი ნაციონალისტი ქართველ მგზავრს თავს დაესხა (ვიდეო)



სანკტ-პეტერბურგი-მინსკის ავტობუსში ქართველ მგზავრს რუსი ნაციონალისტი დაესხა თავს. ამ ინფორმაციას „by24.org“-ი ავრცელებს, რომლის კორესპოდენტიც ამ ინციდენტს უშუალოდ შეესწრო.

გამოცემის ინფორმაციით, ჩხუბი საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელ „Ecolines“ -ის ავტობუსში, ჯერ კიდევ სანკტ-პეტერბურგიდან გასვლამდე დაიწყო.

ინციდენტი 55 წლის ასაკის რუსეთის მოქალაქის მიზეზით დაიწყო, რომელ ავტობუსში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ამოვიდა. მგზავრებს შორის საქართველოს მოქალაქე მამაკაციც იმყოფებოდა, რომელსაც მგზავრობის დროს მობილურმა ტელეფონმა დაურეკა. მამაკაცმა ტელეფონს უპასუხა და ქართულად საუბარი გააბა. იმის მიუხედავად, რომ ქართველი ნასვამი რუსისგან საკმაოდ დაშორებით იმყოფებოდა, უკანასკნელ მათგანს ძალზე არ ესიამოვნა ეს ფაქტი. ბელორუსული გამოცემის ინფორმაციით, რუსმა ნაციონალისტმა დაიწყო ყვირილი, რომ „რუსულ ავტობუსში რუსულად უნდა საუბრობდნენ“ და რომ „ყველა არარუსი სძულს“ .

გამოცემის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ ქართველი მგზავრი თავაზიანად ცდილობდა რუსი მამაკაცის დამშვიდებას, ეს უკანასკნელი კიდევ უფრო გაღიზიანდა და ქართველი მგზავრის მიმართ ღიად უცენზურო შეურაცხყოფაზე გადავიდა.

„საბოლოოდ ქართველ სტუმარს ნერვებმა უმტყუნა და მთვრალ დებოშირს დაარტყა. სამხრეთელის დასახმარებლად მაშინვე მოვიდა არანაკლებ აღშფოთებული ახალგაზრდა ბელორუსი, რის შემდეგაც არაფხიზელი რუსი თავისთვის მოულოდნელად სავარძლის ორ რიგს გადააფრინდა. გაჩაღდა ჩხუბი, რომელიც რუსის პირიდან „არარუსი“ ნაციონალობის მქონეთა მიმართ უცენზურო შეურაცხყოფის თანხლებით მიმდინარეობდა.
ამ დროს ავტობუსი სანკტ-პეტერბურგიდან გასვლისას რუსეთის სახელმწიფო ავტოინსპექციის პოსტს მიუახლოვდა, სადაც მძღოლმა უმალვე დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. შფოთიან მთვრალი რუსი გატეხილი ცხვირით და ტუჩით სალონიდან მიაბრძანეს, რის შემდეგაც რეისი სანკტ-პეტერბურგი-მინსკი უკვე მშვიდ რეჟიმში გაგრძელდა, ხოლო ქართველმა მამაკაცმა და მის დასახმარებლად გამოსულმა ბელორუსმა მგზავრობის დროს დამეგობრება მოასწრეს.

არაფხიზელი რუს-ნაციონალისტი-დებოშირის შემდგომი ბედი ჩვენთვის უცნობი დარჩა“, – წერს ბელორუსული გამოცემა.
წყარო: by24.org

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები