პეტრე პოროშენკო: უკრაინას მშვიდობა სურს, თუმცა ომში საკუთარი თავის დაცვას ის მაინც შეძლებს

უკრაინას მშვიდობა სურს, თუმცა ომში საკუთარი თავის დაცვას ის მაინც შესძლებს. მე ამაში დარწმუნებული ვარ, -განაცხადა უკრიანის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრისას.
“თუ ჩვენ საკუთარი სამშობლოს დაცვა მოგვიწევს, მზად ვართ, ბოლო წუთამდე ვიბრძოლოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა ამას შეძლებს. ევროკავშირი ჩვენს აზრს იზიარებს და დღევანდელ სამიტზეც იგივე პოზიციას გააჟღერებს”,- განაცხადა პოროშენკომ.
მინსკის სამიტი ბელორუსიაში რამდენიმე წუთში დაიწყება. მას ოთხი ქვეყნის: უკრიანის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები დაესწრებიან. აღნიშნულ შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციიდან, ვლადიმერ პუტინთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები