პეტრე პოროშენკო საგანგებო განცხადებას ავრცელებს: რადა მზად არის, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აგრესორი ქვეყანა უკრაინაში არსებული კონფლიქტის ესკალაციას გააგრძელებს, ის მზად იქნება საომარი მდგომარეობის გამოცხადებისთვის.
“შეიძლება ითქვას, რომ ჩემი პრეზიდენტად დანიშვნის დღიდან მინსკის სამიტზე მნიშვნელოვანი შეხვედრა არ მქონია და სავარაუდოდ, არც მექნება. ყველა თქვენგანს ესმის ის ფაქტი, რომ უკრაინის ბედი მინსკის სამიტზე გადაწყდება. ჩვენ მოლაპარაკებების გზით უნდა შევძლოთ აგრესორი ქვეყნის შეჩერება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩვენი ურთიერთობა სხვა რეჟიმში გადავა. ვაცხადებ, რომ მეც და უკრაინის რადაც მზად არის, რომ უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს. იმ შემთხვევაში, თუ აგრესორი ქვეყანა გონს არ მოეგება, მაშინ ამ გადაწყვეტილების მიღებას არ დავაყოვნებთ“,-განაცხადა პოროშენკომ.