საქართველოში ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნას რუსეთი პროვოკაციად აფასებს
საქართველოში ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნას რუსეთი პროვოკაციად აფასებს. ამის შესახებ ნატოში რუსეთის წარმომადგენელმა ალექსანდრე გრუშკოვმა საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასთან” საუბრისას განაცხადა.
„აღნიშნული ბაზის გახსნამ, ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში შესაძლოა, მდგომარეობის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ცხადია, რომ აღნიშნული საკითხი მხოლოდ უსაფრთხოების მიზნისთვის არ ხორციელდება”. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნატოს საწვრთნელი ბაზის მშენებლობა საქართველოში 2015 წლის ბოლოსთვის დასრულდება.