რუსეთისა და ეგვიპტის სახელმწიფოები ტერორიზმთან ბრძოლაში გაერთიანდნენ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ეგვიპტის პრეზიდენტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. გარდა ამისა, ორი ქვეყნის ლიდერები ტერორიზმთან ბრძოლაშიც გაერთიანდნენ.
“შევთანხმდი, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. შესაბამისად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაც უფრო აქტიურ ფაზაში შევა. მეტი ყურადღება დაეთმობა სირიასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასაც”,- განაცხადა პუტინმა.