ლატვიის პრემიერ-მინისტრი: ლატვიაში ჰიბრიდული ომის ნიშნებია

ლატვიის პრემიერ-მინისტრი ლიომოტა სტრაუიმა ფიქრობს, რომ რუსეთი ბოლო დროის განმავლობაში ლატვიაში განსაკუთრებით გააქტიურდა, მიზეზი კი ის არის, რომ მას ჰიბრიდული ომის წამოწყება სურს.
“ჩვენ ვხედავთ, რომ ლატვიაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით რუსი მაღალჩინოსენები ხშირად აკეთბენ განცხადებებს. ვფიქრობ, ეს ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ნიშანია, თუმცა, ლატვიის თავდაცვის უწყება კარგად მუშაობს, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი კიბერთავდასხმისა და სხვადასხვა ტიპის პროვოკაციის თავიდან აცილებას შეძლებენ”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები