მიხეილ სააკაშვილი: პუტინი ფიქრობს, რომ მას აღმოსავლეთ უკრაინის დაპყრობა და ხელისუფლების დამხობა შეუძლია

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხთ “დოჟდთან” საუბრისას განაცხადა, რომ პუტინს ილუზია აქვს, თითქოს უკრაინის დაპყრობა შეუძლია და ამ სურვილების განსახორციელებლად ყველაფერს აკეთებს.
“პუტინი ფიქრობს, რომ მას აღმოსავლეთ უკრაინის დაპყრობა შეუძლია, ხელისუფლების დამხობის შანსიც აქვს და დნეპრისპირეთში გადასვლაც შეუძლია. შესაბამისად, მისი მიზნების განხორციელებისთვის ის ყველაფერს გააკეთებს. მე ვფიქრობ, რომ პუტინის მიზანი ძალიან აშკარაა. შესაძლოა, მან ამის შესახებ მოლაპარაკებებზე არ ისაუბროს, თუმცა ის ამას არ მალავს. მოტყუება მისთვის რიტუალია. მე ვიტყუები და მერე რა? “,-აცხადებს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები