დებალცევოში გარდაცვლილთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა, 78 ადამიანი კი დაშავდა
დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მდებარე დებალცევოს რაიონში პრორუსი ძალების მიერ ორგანიზებულ აფეთქებას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 78 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. „დასახლებულ ფუნქტში მომხდარი აფეთქების შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 17 სამხედრო, 2 კი შინაგან საქმეთა სამინისტოს წარმომადგენელი იყო. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე საავადმყოფოებში 591 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის, 26 მძიმე დაზიანებებით. აღსანიშნავია ისიც, რომ სეპარატისტებმა 204 ჯარისკაცი დაატყვევეს”,- განაცხადა უკრიანული სამხედრო ბატალიონის “ატოს” წარმომადგენელმა ვლადისლავ სელეზნოვმა.