მიხეილ სააკაშვილი: უკრაინა საოცარი ქვეყანაა, მას 25 წელია ძარცვავენ და ის მაინც არსებობს

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხთან “დოჟდთან” საუბრისას განაცხადა, რომ მისი გუნდის მიერ უკრაინაში ჩასატარებელი რეფორმები წარმატებული იქნება და ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან ქვეყანაში არსებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.

“მთლიანობაში, ძველი სისტემა არ შეიცვლება, რადგანაც უამრავი ადამიანია დაინტერესებული, რომ ეს სისტემა უცვლელი დარჩეს. უკრაინა საოცარი ქვეყანაა, 25 წელიწადზე მეტია მას ძარცვავენ და, ამის მიუხედავად, ის ჯერ კიდევ არსებობს. ეს არის სისტემა, სადაც ის ადამიანები, ვინც ახლა არიან ამ სქემაში ჩართულები, მათი წინამორბედების წინააღმდეგ არაფერს სჩადიან, რადგანაც იციან, რომ ისინიც დროებით არიან მოსულები. დღეს შეიძლება რომელიმე მათგანი ოპოზიციაში იყოს, ხვალ კი პირიქით”,-აცხადებს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები