“ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლას 90 ქვეყნის 20 000 მოხალისე უერთდება
“ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლას 90 ქვეყნის 20 000 მოხალისე უერთდება, მათ შორის – 3.400 დასავლეთიდან და 150 ამერიკიდან. ამერიკის ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრი იუწყება, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში ეს უპრეცედენტოდ მაღალი ციფრია.
„იმ უცხოელი მებრძოლების რაოდენობას, რომლებიც სირიაში, ავღანეთში, პაკისტანში, იემენსა და სომალში “ისლამური ახელმწიფოს” წინააღმდეგ საბრძოლველად გაემგზავრნენ, ბოლო ოცი წლის განმავლობაში პრეცედენტი არ აქვს”,- ნათქვამია ანტიტერორისტული ცენტრის განცხადებაში.