ამერიკა სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” მიერ დატყვევებული გოგონას გარადაცვალების ფაქტს ადასტურებს
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” მიერ დატყვევებული 26 წლის კაილა მიულერის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. გოგონას ოჯახმა მისი გამტაცებლებისგან დღეს წერილი მიიღო, რომლის შემდეგად საზოგადოებას აცნობეს, რომ კაილა ნამდვილად გარდაიცვალა.
იგი სირიაში იორდანიის მთავრობის მიერ “ისლამური სახელმწიფოს” დაკავებული ტერიტორიების დაბომბვას შეეწირა. თეთრი სახლი მწუხარებას გამოთქვამს გოგონას გარდაცვალების გამო და აცხადებს, რომ ის იყო ადამიანი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე თავისუფლებას, სამართლიანობასა და მშვიდობისთვის ბრძოლას შესწირა.