ალბანეთში აფეთქებული აფთიაქის შენობა შინაგან საქმეთა მინისტრის მამას ეკუთვნის
ალბანეთში აფეთქებული აფთიაქის შენობა, რომლის თავზეც პოლიციის გენერალი ცხოვრობდა, ალბანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მამას საიმირ ტაიჰის ეკუთვნის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული ფაქტი ტერაქტად შეაფასა და განაცხადა, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრის პჯახის წინააღმდეგ მიზანმიმართულად განხორციელდა.
“საიმირ ტაჰირი კორუფციის წინააღმდეგ თავგამოდებით იბრძვის, ვისაც არ უნდა შეეკვეთა აღნიშნული ტერაქტი მისი ოჯახის წინააღმდეგ, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ჩვენზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება უნდა განვაგრძოთ”,- განაცხადა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ.