ბელორუსიაში დღეს მინსკის სამიტი გაიმართება



ბელორუსიაში, დღის მეორე ნახევარში მინსკის სამიტი გაიმართება. შეხვედრას ოთხი ქვეყნის ლიდერი: ფრანკო ოლანდი, ანგელა მერკელი, ვლადიმერ პუტინი და პეტრე პოროშენკო დაესწრებიან. ისინი უკრაინაში არსებული კონფლიქტიდან გამოსვლის გზებზე ისაუბრებენ და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან.

„გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და მე მაქსიმალურად შევეცდებით, შეხვედრის ბოლო წუთამდე სამშვიდობო გეგმის ძალაში შესასვლელად ვიბრძოლოთ”,-განაცხადა ოლანდმა.

შეგახსენებთ, სამიტამდე ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინსა და ბარაკ ობამას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ობამამ განაცხადა, რომ პუტინი აცნობიერებს სამიტის მნიშვნელობას და იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები