სამხედრო შეიარაღებისთვის აშშ-მ უკრაინას შესაძლოა, 1 მილიარდი დოლარი გადაურიცხოს
სამხედრო შეიარაღებისთვის, აშშ-მ უკრაინას შესაძლოა, 1 მილიარდი დოლარი გადაურიცხოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამერიკის კონგრესი „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის რატიფიცირებას მოახდენს. თანხა ეტაპობრივად გადაირიცხება და ის უკრაინის მიერ სუვერენიტეტის დაცვას, ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებასა და აგრესორი ქვეყნისგან მის დაცვას მოხმარდება.