ამერიკის კონგრესში უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით კანონპროექტს წარადგენენ

 

ამერიკის კონგრესში „რესპუბლიკელებისა“ და „დემოკრატების“ ინიცირებით უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით დღეს ახალ კანონპროექტის წარდგენენ. მოხსენებას კონგრესში „რესპუბლიკელი“ მაკ ტორნბერი და „დემოკრატი“ ადამ სმიტი გააკეთებენ. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კანონპროექტის რატიფიცირება მოხდება, მაშინ ამერიკა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და აგრესორი ქვეყნისგან მის დასაცავად იბრძოლებს.

2014 წელს ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტის მიხედვით უცხო ქვეყნისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტს აქვს. უკრაინის შემთხვევაში მისი გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები