ზაქარია ქუცნაშვილი გიორგი ბადაშვილსა და ირაკლი შოთაძეს მადლობას უხდის

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით კვალიფიციურად ჩატარებული გამოძიების გამო საქართველოს მთავარ პროკურორსა და მის პირველ მოადგილეს მადლობა გადაუხადა.
როგორც ქუცნაშვილმა განმარტა, ეს საქართველოს პროკურატურისთვის პირველი მნიშვნელოვანი აქტივია.
„პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის საქმე გახსნილად გამოაცხადა და ამით ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. სასამართლოა მხოლოდ ის ორგანო, რომელსაც შეუძლია პირი დამნაშავედ წარმოაჩინოს, თუმცა იმ მტკიცებულებებით, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, აშკარაა, რომ გამოძიება ძალიან კვალიფიციურად და მაღალ დონეზეა ჩატარებული. ეს ამ პროკურატურის პირველი სერიოზული აქტივია. მე ასეთი კვალიფიციური მუშაობისთვის გიორგი ბადაშვილს და ირაკლი შოთაძეს მადლობას ვუხდი და ვულოცავ ამ წარმატებას“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი, პოლიციის მოქმედი თანამშრომელი გია სოსანაშვილი 2 დღის წინ დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები