შემეცნებითი პროგრმა – „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ კონცერტი გაიმართება
13 თებერვალს, 16:00 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამის „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ მეექვსე სააბონემენტო კონცერტი გაიმართება.
მეექვსე კონცერტი ვოკალურ მუსიკას დაეთმობა, რომელსაც მსმენელს ცნობილი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე გააცნობს.
მონაწილეობენ: სალომე ჯიქია, გივი გიგინეიშვილი, ლაშა სესიტაშვილი, ოთარ ჯორჯიკია, მარიამ ნაჭყებია, გიორგი შარვაშიძე, ნიკოლოზ ლაგვილავა.
წარმოდგენილი იქნება ვოკალური მუსიკის საუკეთესო ნიმუშები საუკეთესო შესრულებით.
კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამა – „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ კონსერვატორიის დიდი დარბაზის ინიციატივაა და განკუთვნილია ბავშვებისა და მუსიკის ყველა მოყვარულისთვის.
2014/2015 წლის სეზონზე პროგრამის ფარგლებში ტარდება 10 ერთსაათიანი საჯარო ლექცია-კონცერტების სერია, რომელიც მოიცავს კლასიკური მუსიკის მრავალფეროვან თემატიკას საორკესტრო, ინსტრუმენტული, ვოკალური მუსიკის ჩათვლით, რომელიც თავის მხრივ სხვადასვა ჟანრს, სტილს, ეპოქას და კომპოზიტორებს გააერთიანებს. თითოეულ კონცერტს გაუძღვებიან ახალგაზრდა პროფესიონალი მუსიკოსები და ხელოვანები (კოკა ნიკოლაძე, ნინო ჟვანია, ლევან ცხადაძე, მირიან ხუხუნაიშვილი, ნინო სურგულაძე, გოგი ჭიჭინაძე, ნინო ანანიაშვილი) და მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები, მათ შორის უნიჭიერესი ნორჩი მუსიკოსებიც.
კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამის 2014/2015 აკადემიური წლის სეზონის ათივე კონცერტზე დასასწრებად მოქმედებს სპეციალური აბონემენტი, ასევე კონკრეტულ კონცერტზე მოსახვედრად შესაძლებელია ერთჯერადი ბილეთის შეძენა.