უკრაინული მედია – კადიროვმა თავის მებრძოლებს დონბასიდან სასწრაფოდ ჩეჩნეთში დაბრუნება მოსთხოვა

უკრაინის ანტიტერორისტული ცენტრის შტაბის მიერ „joinfo.ua“-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინულმა დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ჩეჩენი მებრძოლი სამშობლოში ბრუნდება. აღნიშნული ბრძანება უშუალოდ რამზან კადიროვმა გასცა. „სამი მიზეზია, რის გამოც ჩეჩენი მებრძოლები სახლში ბრუნდებიან. პირველი – ეს ზახარჩენკოს „ოპლოტაველებთან“ მუდმივი კონფლიქტია. უკანასკნელ დროს ეს კონფლიქტები იქამდე მივიდა, რომ „ოპლატაველებმა“ უბრალოდ ჩეჩენ მებრძოლებს ცეცხლიც კი გაუხსნეს. უთანხმოების მიზეზი ბანალურია – მთვრალი გარჩევები ყვირილით „ჩვენ საკუთარ მიწაზე ვიმყოფებით“ და ა.შ…
მეორე მიზეზი – ჩეჩენმა მებრძოლებმა შეიტყვეს, რომ დონბასში უკრაინისთვის საბრძოლველად მოდიან მოხალისეები, რომლებიც ისა მუნაევის სიკვდილისთვის შურისძიებას აპირებენ. ეს უკვე სულ სხვა „სიმღერაა“. კადიროველებიც აღიარებენ, რომ მუნაევის მებრძოლები ძალზე ეფექტურად იბრძვიან. ეს დებალცევოს პლაცდარმის გარღვევამაც დაადასტურა, სადაც გენერალი დაიღუპა კიდეც.
მესამე მიზეზი – ეს კავკასიაში და მათ შორის თვით ჩეჩნეთში გამწვავებული სიტუაციაა. ახლახან გროზნოზე განხორციელებული შეტევა ყველას ახსოვს. არსებობს ინფორმაცია, რომ გაზაფხულზე იქ სიმშვიდე არ იქნება და კადიროვს მებრძოლები სჭირდება.
გარდა ამისა, კადიროვს მობეზრდა, რომ მის მებრძოლებს, როგორც საზარბაზნე ხორცს თავდასხმის წინა ხაზში ყრიან“, – განუცხადა გამოცემას მოსაუბრემ ანტიტერორისტული ცენტრიდან.
მზვერავის სიტყვებითვე, დონბასში კიდევ დარჩნენ განყოფილებები ჩეჩნეთიდან, მაგრამ ისინი კადიროველები კი არა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის შსს ჯარისკაცები ან რუსები არიან, რომელთა დისლოკაციის ადგილი ჩეჩნეთშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები