სავჩენკოს განთავისუფლების მოთხოვნით, ევროპელმა მინისტრებმა და საფრანგეთის ელჩმა აქცია გამართეს

ევროკავშირის ქვეყნების 14-მა საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა, ორშაბათს რუსეთის მიერ დაკავებული ნადეჟდა სავჩენკოს განთავისუფლება მოითხოვა. ამ ინფორმაციას სააგენტო „ფრანც პრესზე“ დაყრდნობით „BBC Ukraine“ ავრცელებს.
მინისტრებს ხელში სავჩეკოს ფოტო ეჭირათ, რომელზე განთავსებულ წარწერაზეც უკანონოდ მოტაცებული უკრაინელი მფრინავის განთავისუფლება იყო მოთხოვნილი. აქცია ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საკითხების საბჭოს სხდომაზე გაიმართა. გუშინ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დადანაშაულებული ნადეჟდა სავჩენკოს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტაზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ნადეჟდა სავჩენკო უკვე 59 დღეა, 2014 წლის 13 დეკემბრიდან მოყოლებული შიმშილობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები