პოროშენკომ იარემი გადააყენა, უკრაინის ახალი გენერალური პროკურორი ვიქტორ შოკინი გახდება
პეტრე პოროშენკომ პირადი სურვილით უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ვიტალი იარემის განთავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა. გენერალური პროკურორის მოვალეობას ვიქტორ შოკინი შეასრულებს. ამ ინფორმაციას „zn.ua“ ავრცელებს.
უკრაინული გამოცემის გავრცელებული ცნობით, მათ გენერალურ პროკრატურაში შეატყობინეს, რომ იარემი შოკინთან ერთად პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ და პოროშენკომ გენერალური პროკურორის განთავისუფლებას და მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას ხელი მოაწერა. უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნას და განთავისუფლებას უმაღლესი რადას თანხმობით ახორციელებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, იარემთან ერთად თანამდებობას მისი სამი მოადგილეც დაემშვიდობება.
წყარო: zn.ua