თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ხვალ, თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება. აღნიშნულის მიზეზი ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების სამუშაოებია.
ს.ს. “თელასის” ცნობით, დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის, სამტრედიის, მირცხულავას, ბაქრაძის და გუდაუთის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანიის ინფორმაციითვე, ქსელის ტექნიკური შემოწმების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის და ცაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის I მიკრორაიონის და ბოჭორიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები