ბერლინში “ნორმანდიული ოთხეულის” საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

ბერლინში დღეს „ნორმანდიული ოთხეულის“ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაიმართა. შეხვედრაში გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ამ ინფორმაციას „segodnya.ua“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით დიპლომატების მისია „ნორმანდიული ოთხეულის“ ლიდერების შეხვედრის მომზადება გახლავთ, რომელიც ოთხშაბათს მინსკში უნდა გაიმართოს.
მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარტინ შეფერმა განაცხადა, რომ „ნორმანდიული ოთხეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები მოადგილეების შეხვედრის დეტალები არ გახმაურდება. შეგახსენებთ 8 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნორმანდიულ ფორმატში“ გამართული სატელეფონო კონფერენციის დროს უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 11 თებერვალს, მინსკში შეხვედრის თაობაზე შეთანხმდნენ. იმავე დღეს პუტინმა განაცხადა, რომ 11 თებერვალს „ნორმანდიული ფორმატის“ შეხვედრა შედგება „თუკი იმ დროისთვის რიგი პოზიციების შეთანხმება მოხდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები