„ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტის უფლებების დასაცავად ჯორჯ ქლუნის მეუღლე ამალ ქლუნი იბრძოლებს
ეგვიპტეში, „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტის მუჰამედ ფამის უფლებების დასაცავად ცნობილი მსახიობის ჯორჯ ქლუნის მეუღლე ამალ ქლუნი იბრძოლებს. ეგვიპტის ადგილობრივმა მთავრობამ „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტი 2013 წელს, რადიკალ მუსულმანებთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავა.
“ბატონი ფამი უსამართლობის მსხვერპლია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მისი განთავისუფლებისთვის. უკიდურეს შემთხვევაში კი მის ექტრადირებას მოვითხოვთ. ის ავსტრალიის მოქალაქეა. შესაბამისად, სწორად იქ უნდა გადაწყვიტონ, ფამი დამნაშავეა თუ არა”,- განაცხადა კლუნიმ, რომელიც ეგვიპტეში როგორც საერთაშორისო უფლებათა დამცველი, ისე გაემგზავრება.
„ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტის სასამართლო პროცესი 12 თებერვალს გაიმართება.