ავღანეთში ჩამოგდებულმა ჭურვმა 7 მშვიდობიანი მოაქალაქის სიცოცხლე შეიწირა

ავღანეთში, ჰელმენდის რაიონში უპილოტო თვითმფრინავის მიერ ჩამოგდებულმა ჭურვმა 6 მშვიდობიანი მოქალაქისა და ერთი სამხედრო ვეტერანის სიცოცხლე შეიწირა.
როგორც საინფორმაციო საშუალება “როიტერი” იუწყება, მულად აბდულ რაუფი ჯიჰადის წევრებისათვისაც კი ანგარიშგასაწევი ადამიანი იყო. შესაბამისად, მისი მკვლელობა გამიზნულად არ მომხდარა. მისი ავტომობილი მაშინ აღმოჩნდა ჰელმენდის რაიონში, როდესაც უპილოტო თვითმფრინავმა ჭურვი ჩამოაგდო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ტერაქტი ისლამური სახელმწიფოს წევრების ორგანიზებით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები