ვლადიმერ კლიჩკოს საცოლემ კაბა მოირგო
ჰაიდენ პანეტერი პატარძლებისთვის განკუთვნილ ცნობილი ჟურნალის “Brides” გადაღებებში მონაწილეობდა. მსოფლიო ჩემპიონი კრივში, უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკო და ამერიკელი მსახიობი ჰაიდენ პანეტერი გასული წლის ცხრა ოქტომბერს ოფიციალურად დაინიშნენ. პირველად ისინი ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როდესაც ჰაიდენი 19 წლის იყო. მსახიობი დიზაინერ ნაიმ ჰანის და მონიკ ლიულეს კაბებში პოზირებს.