პოროშენკომ კონფერენციაზე ქვეყნის ფედერალიზაციას და რეგიონების ავტონომიის საკითხი წამოაყენა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის ფედერალიზაციის და განცალკევებული რეგიონების ავტონომიის საკითხი წამოჭრა. ამ ინფორმაციას „elise.com.ua“ ავრცელებს.
პოროშენკოს თქმით, დონბასში კონფლიქტი „მინსკის შეთანხმების“ საფუძველზე უნდა გადაწყდეს. „მე მზად ვარ რეფერენდუმზე ფედერალიზაციის, ენის საკითხი დავაყენო“, – განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ფედერალიზაციის, ან დონბასში ავტონომიის საკითხი, მთლიანად უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.