„ხალიფატის“ ტერორისტებმა 16 ერაყელი ცოცხლად დაწვეს
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა ერაყის ქალაქ მოსულის 16 მაცხოვრებელი ცოცხლად დაწვეს. სიკვდილთ დასჯის მიზეზი ამ ადამიანების მხრიდან ტერორისტების ლიდერ აბუ ბქარ ალ-ბაღდადთან თანამშრომლობაზე უარის თქმა გახდა. ამ ინფორმაციას ტელეარხი „Press TV“ ადგილობრივ ჩინოვნიკზე ჰამიდ ალ-აზავის მიწოდებულ ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, მოსული ისლამისტების კონტროლის ქვეშ აღმოჩენის შემდეგ ღია ცის ქვეშ არსებულ ციხედ გადაიქცა. მისივე სიტყვებით, „ბოევიკების“ მხრიდან ადგილობრივი მოქალაქეები წამების და დამცირების ქვეშ იმყოფებიან. ალ-აზავის თქმით, ზოგიერთი სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელი და სასულიერო პირი ტერორისტებთან თანამშრომლობას ეწევა.