ვლადიმერ მარკინმა სააკაშვილს კლოუნი უწოდა
რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საგამოძიებო კომიტეტის ურთიერთთანამშრომლობის განყოფილების უფროსი ვლადიმერ მარკინი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას დამცინავად გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიის მთელი რუსეთის დაკავება შეუძლია. „კლოუნმა მორიგი ჰალსტუხის ღეჭვისას კორპორატიულ საღამოზე წამოიძახა“, – ეს კომენტარი მარკინმა „ტვიტერში“ სააგენტო „ლაიფნიუსის“ ზემოთხსნებულ სტატიაზე დატოვა. სააკაშვილის განცხადებას დამცინავი კომენტარებით რამზან კადიროვი და დიმიტრი როგოზინიც გამოეხმაურენ.