უკრაინის საზღვართან რუსული ტანკები გამოჩნდა

  უკრაინის საზრღვართან რუსული ტანკები გამოჩნდა. რუსეთის ფედერაციის ოფიციალური ინფორმაციით, ტანკების უკრაინის საზღვართან გამოჩენა სამხედრო სწავლებას უკავშირდება,- ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სეგოდნია“ იუწყება. სააგენტო სამხედრო წყაროსგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რომლის განცხადებითაც, ტანკები რუსეთ-უკრაინის საზღვართან სულ რაღაც 15 კილომეტრში იმყოფება.
„რუსულმა მხარემ გაგვაფრთხილა, რომ სწავლების ფარგლებში საზღვართან ახლოს სამხედრო ტექნიკა განთავსდება“, – აცხადებს მედიასაშუალების წყარო.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორ ქვეყნებს მიმართა. რადამ გარანტორი ქვეყნებისგან პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა, რათა რუსეთის ქმედებები აღიკვეთოს, ასევე დაიცვან უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. უკრაინის კანონმდებლები სეპარატიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინების აღსაკვეთად დასავლეთის გარანტორ ქვეყნებს სიტუაციაში გარკვევას და ჩარევას სთხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები