ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი დააკავეს

  ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი იაცეკ პოტასევიჩი სკანდალში გაეხვია. გვიან საღამოს ის გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის აეროპორტში დებოშის მოწყობისა და მესაზღვრეებთან შელაპარაკების გამო დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პოლიტიკოსმა მესაზღვრეებს ნაცისტები უწოდა და საკონცენტრაციო ბანაკ ოსვენციმში მუშაობა ურჩია.
მოგვიანებით პოტასევიჩმა პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ მას უხეშად მოექცნენ და დიპლომატიური ხელშეუხებლობის მიუხედავად გაჩხრიკეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები