სამშვიდობო შეთანხმების დარღვევისთვის უკრაინამ 5-8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დააწესა

აღმოსავლეთ უკრიანაში სამშვიდობო შეთანხმების დარღვევისათვის, უკრაინის პარლამენტმა 5-8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დააწესა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი იური აბუხოვი ავრცელებს. “ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ სამშვიდობო შეთანხმების დარღვევა დასჯადი იქნება უკრაინის კანონმდებლობით”,- განაცხადა აბუხოვმა.
შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინის ზოგიერთ რეგიონში საომარი მოქმედებები ამ წუთებშიც გრძელდება. სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმული იყო, რომ აღნიშნული ქმედება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის დესტაბილიზაციას ემსახურებოდა, და ამის აღმკვეთი ღონისძიებები რაც შეიძლება მალე უნდა გატარებულიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები