უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე რაიონში საომარი მოქმედებები გრძელდება

აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე რიონში საომარი მოქმედებები ამ წუთებშიც გრძელდება. არიან დაშავებულებიც. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო მინისტრის მოადგილე ზორანს შკირიაკი ავრცელებს.
„დერჟინსკისა და გორლოვკის რაიონებში ჯერ კიდევ მიმდინარეობს ბრძოლა. ცეცხლი აქ არ შეუწყვეტიათ. შესაძლოა, არსებობდეს სეპარატისტთა გარკვეული ჯგუფი, რომლებსაც დესტაბილიზაციის შექმნა სურთ ამ რაიონებში, თუმცა ფაქტი სახეზეა. ჩვენი ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. ერთი მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა”,- განაცხადა ზორან შკირიაკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები